-
- დარწმუნებული ხარ? მართლა? ანუ სერიოზულად?
- ტვინი მომეტყნა,- ღრიალებს გაცოფებული ჰოსოკი,- რა ხარ ასეთი ხისთავიანი! გეუბნები, რომ კი! აქამდე მენდე და ახლა რა გეტაკა, ბუსანის ჰაერი არასწორად მოქმედებს შენზე?
ცოფებს ყრის ჯონი.
- კარგი, ხო, ნუ მიყვირი,- იბუზება თეჰიონი და მასთან ერთად იმალება ჩიხში. შორიდან ვინმემ რომ შეხედოს მათ, ისე არიან ერთმანეთს მიწეპებულები, აუცილებლად იფიქრებენ, რომ რაღაც არასახარბიელოს აკეთებენ. სინამდვილეში ეს ორი იდიოტი ერთად სასაუზმოდ გამოვიდა, რა დროსაც ჯონგუკი შენიშნეს პარკში, პორველივე ჩიხში შევარდნენ იმის იმედით, რომ დამალვას მოახერხებდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
- ღმერთო, გემუდარები, ამ ერთხელაც დამეხმარე. აქეთ ნუ გამოიხედავს...- ის იყო სათქმელი უნდა დაესრულებინა, რომ ჯონგუკი სწორედ მათკენ ტრიალდება და სვლას აგრძელებს. თეჰიონი ხვანცალებს, თანაც ისე, რომ ჰოსოკის ხვნეშას იწვევს, სახეს ორივე მეორე მხარეს აბრუნებს. ჯონი მალე ღმუილს დაიწყებს.
- დედა მომიკვდეს, ახლა ანბანის მიხედვით რომ დავიწყებ გინებას, ვერ გამაჩერებ ორი დღე,- გამწარებული გრძნობს სახეზე როგორ წითლდება. ძლივს ძვრებიან იმ ჩიხიდან, თეჰიონიც ასევე აწითლებული დგას კუთხეში,- სულ მთლად გამოსირდი? ჯონგუკს აბამ თუ მე?
- ბოდიში, რა მექნა, რა ჩემი ბრალია,- კეფას იქექავს თეჰიონი, სახეზე ახურებულია,- რა ვიცოდი შენც თუ მაგ მხარეს მოატრიალებდი თავს.
- ბოდიში რას უშველის? ჩემი პირველი კოცნა წყალს გავატანე,- მუხლებზე ემხობა ჰოსოკი,- იდიოტ თეჰიონს უფრო.
- ეგ არ იყო კოცნა. რა მოხდა ახლა, ამისგან დრამებს ნუ შექმნი,- ატრიალებს თვალებს და იმ მხარეს იყურება, საითაც ჯონგუკი წავიდა,- იქნებ გავყვე?
- რომ ჰკითხო გეი არ არის და ახლა დადის და დაზასაობს ძმაკაცებში,- ბურდღუნებს ჰოსოკი და გონზე მოსასვლელად სახეში ირტყამს,- ყველაფერი კარგადაა, ჰოსოკ, არაფერი მომხდარა.

YOU ARE READING
By My Side
Action- ??????, ?????,- ???? ?????? ??????,- ?? ????? ???? ????????, ??????????. - ??????? ???? ????? ?????? ?????????,- ???? ??? ???????? ??????? ????, ???????? ???????? ??????? ???? ?? ???????? ?????? ????????,- ???????????? ??. - 12.03.22 - 05.04.22
Untitled part 11
Start from the beginning