- ახლა რა ვქნათ?- მხარზე ეჯაჯგურება კიმი.
- თავი იდიოტი მგონია,- ლამის ტირილით ამბობს და მეგობარს თან მიათრევს,- დროზე მოვიდეს ეს წყეული ფესტივალი.
- ჰოსოკ, ხვალ საღამოსაა.
- ოჰ, კარგი? არ ვიცოდი,- ატრიალებს თვალებს,- აქ ეგდე და შენი ხმა არ გავიგო ხვალ შუადღემდე. თუ ჯონგუკი გენატრება, შიგნით ჩაიხრჩე ეგ გრძნობები, თორემ არ ვიცი რას გიზამ,- სასტუმროში ასული დივანზე აგდებს და გაბრაზებული, ტანსაცმლის ფრიალით მიიწევს სააბაზანოში. ჯერ კიდევ არ დავიწყებია შემთხვევითო კოცნა.
- ისე მეჩხუბები, თითქოს ნასვამს ჯიმინისთვისაც არ გეკოცნოს, თან წამით კი არა, მთელი ოცდაათი წამი გაუჩერებლად,- ჰოსოკს მხოლოდ ამის შემდეგ ენთება წითელი, ვერ იხსენებს როდის, მაგრამ რადგან თეჰიონმა თქვა ანუ მოხდა და თუ მოხდა, ის ენას არ გააჩერებს.
- გინდა მოგკლა? არა, გინდა ახლავე ჯონგუკთან წავიდე და ყველაფერი ვუთხრა?- ღრიალებს სააბაზანოდან.
- კარგი, ბოდიში,- ტუჩებზე ხელებს იფარებს და დივანზე იტრუნება. მართალია, ჰოსოკი რომ
გააბრაზოს, ბიჭი ისეთი ჯიუტია, საერთოდ აღარ დაეხმარება და მერე ნამდვილად ვეღარ უშველის საკუთარ თავს.ჯონი პირსახოც მოხვეული გამოდის იქიდან. კისერზე ცალკე ჩამოეკიდებინა ტილო და თმებს იმშრალებს. თეჰიონს ამრეზით უყურებს, ოთახში იკეტება და იქიდან უბარებს, რომ ამსაღამოს დივანზე მოუწევს დაძინება.
- ღმერთო, ამას ვინ გაუძლებს?- წუწუნებს თეჰიონი. ჯერ მხოლოდ საღამოს რვა საათია, ნამდვილად არ ეძინება. აივანზე გადის და იქვე პატარა სავარძელში იკავებს ადგილს. მიუხედავად იმისა, რომ იცის ჰოსოკი მასზე გაბრაზებულია არ უკვირს, როცა გვერდით უჯდება სიგარეტით ხელში. სულელ თეჰიონს კი პირველი, რაც პირზე ადგება იმას აყრანტალებს. - არ გაცივდე.
- შემთხვევით ოცდაცხრამეტი გრადუსი ხომ არ არის გარეთ?- წარბს წევს ჰოსოკი,- მოდი უბრალოდ დავივიწყოთ ყველაფერი, თორემ შენი შემყურე ნერვებს ვერასდროს დავიმშვიდებ.

YOU ARE READING
By My Side
Action- ??????, ?????,- ???? ?????? ??????,- ?? ????? ???? ????????, ??????????. - ??????? ???? ????? ?????? ?????????,- ???? ??? ???????? ??????? ????, ???????? ???????? ??????? ???? ?? ???????? ?????? ????????,- ???????????? ??. - 12.03.22 - 05.04.22
Untitled part 11
Start from the beginning