抖阴社区

                                    

- მეც მაგს ვამბობ ამდენი ხანია,- ნიშნის მოგებით უღიმის, მაგრამ როცა ჰოსოკის სახეს ხედავს წამებში სერიოზულდება. დიდხანს ისაუბრეს, თითქმის ღამის სამ საათამდე ისხდნენ გარეთ, ამიტომაც იყო მეორე დღეს ვერც ერთმა რომ ვერ შეძლო თავის აწევა.

მხოლოდ ჰოსოკის ტელეფონის ზარის ხმაზე გამოფხიზლდნენ. უფროსწორედ ჰოსოკმა გაიღვიძა, ჯიმინი რეკავდა, მაგრამ სანამ ტელეფონის აღებას მოსწრებდა, მანამ გაითიშა. საწოლი ცარიელია, თეჰიონს კი საბანში გირგალივით გახვეულს სძინავს იატაკზე. საერთოდ არ აწუხებს ოთახში არსებული სიცხე. ჰოსოკი ოხრავს, თმებს უკან იყრის და თეჰიონს ზედ ფეხებით ადგება.

- გაიღვიძე,- საკუთარ ხმას ძლივს ცნობს, იმდენად დაბოხებული აქვს,- გაიღვიძე - მეთქი, თეჰიონ.

მისგან პასუხი ისევ არ ისმის.

- ჯანდაბა, გაიღვიძე, მოკვდი?- იღრინება და თმებს ოდნავ ქაჩავს. კიმი წუწუნებს, საბანში იმალება,- ჯანდაბა, ფესტივალი მალე დაიწყება და შენ თუ გინდა ჯონგუკს ეგეთი ფორმით შეხვდე, დავურეკავ და ვეტყვი, რომ ბარემ ამ სასტუმროში გვესტუმროს.

თეჰიონი თვალებს ახელს, იცის თუ არ დაუჯერებს, ჰოსოკი ამას გააკეთებს და თან არ უნდა ხასიათი დილიდან მოუშხამოს, რადგან შემდეგ მთელი დღე დაცოფავს და ეს არ აწყობს. საბნიანად შედის აბაზანაში, უფრო ხტუნვით, რადგან მისგან თავის დახსნას ვერ ახერხებს.

- დროზე! ერთ საათში უნდა გავიდეთ. თუ არ იქნები მზად, სულ რომ შიშველი იყო, მაინც წაგათრევ,- მისი მკაცრი ხმა შიგნითაც აღწევს.

- ჯანდაბა, დროა უკვე,- წყლის ქვეშ მდგარი თეჰიონი კედელს ეყრდნობა,- დროა რომ თითქმის ათ დღიანი განშორების შემდეგ, ისევ შეგხვდე. აუცილებლად მივიყვან მიზანს ბოლომდე, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

კმაყოფილს ეღიმება, ათ წუთში გამოდის იქიდან, თმებს იმშრალებს. შორტებსა და მაისურში ეწყობა, შემდეგ კი ჰოსოკის ძებნას იწყებს, რომელსაც საბოლოოდ აივანზე მდგარს პოულობს სიგარეტით ხელში.

- მე ჯონგუკთან უნდა წავიდე. შენ სანაპიროზე გელოდები, შესასვლელთან პატარა ჯიხური რომ დგას, მანდ გაჩერდი და მომწერე. იცოდე, შენი ყველა ნაბიჯი და ადგილმდებარეობა უნდა ვიცოდე, სხვა შემთხვევაში ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება,- პირში სიგარეტს იჩრის და თითის ქნევით აფრთხილებს,- კარგად დაფიქრდი, სანამ რამეს გააკეთებ და გეგმას არ გადაუხვიო, იცოდე, ცოცხლად დაგმარხავ თუ რამეს გააფუჭებ.

თეჰიონში ტანში ცრის, ავტომატურად უქნევს თავს. ჰოსოკი მხარზე უთათუნებს ხელს, შემდეგ კი ნომრიდან გადის.

~ ~ ~*~*~ ~ ~

წესით ბევრიც აღარ დარჩა, ვფიქრობ თხუთმეტი თავი ექნება ჯამში, თუ მანამდე არ დავასრულე🥱

By My SideWhere stories live. Discover now