抖阴社区

                                    

- ამ წამს როგორი დაუცველი ხარ,- იმდენად უცნაური ხმით ამოთქვამს. ჯონგუკი ამჯერად თვალებში აშტერდება, წამიერად გული ცემას წყვეტს,- აქამდე ეს საერთოდ არ შემინიშნავს.

- არ აპირებ ხელის გაშვებას?- ამის ფონზე თეჰიონი კიდევ უფრო უახლოვდება. ჯონგუკი გრძნობს როგორ ეხება თეჰიონის ცხვირი, თავს იმდენად უკან წევს რამდენადაც შეუძლია.- გამიშვი... გთხოვ.

პაუზას აკეთებს და დაკარგულ ჰაერს ისუნთქავს ნორმალურად მეტყველება რომ შეძლოს. თეჰიონის პატარა ეშმაკურ ღიმილს ხედავს, საბოლოოდ გრძნობს როგორ უშვებს ხელებს და სანამ გონზე მოსვლას მოასწრებდეს, მანამ უჩინარდება ოთახიდან. საწოლზე ძალაგამოცლილი ეცემა.

- ჯონგუკ, მინდა გითხრა... ჯონგუკ?- ჰოსოკი ჟრიამულით შედის ოთახში და როცა გაქვავებულ მეგობარს ხედავს მზერა ეცვლება,- რა ხდება? თეჰიონი დავინახე, რამე მოხდა?

- უცნაურად არ იქცევა?- მაშინვე კითხულობს, რითაც კიდევ უფრო აბნევს,- ზედმეტად შეიცვალა. რა ჯანდაბა მოხდა იმ დროს, როცა მასთან არ ვიყავი?

- რა ვიცი, ტვინი გაანძრია?- ფხუკუნებს და რაფაზე ჯდება.

- შენ ეხმარებოდი, არა? იდიოტი ნუ გგონივარ, ყველაფერს ვხვდები,- ბრაზდება ჯონგუკი.

- შენ არა, მაგრამ ის ნამდვილად არის,- ატრიალებს თვალებს და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს აძვრენს.

- ზედმეტად ბევრს ხომ არ ეწევი?- წარბს წევს ჯონგუკი და საწოლზე წვება.

- შენ დას მოსთხოვე პასუხი, ღმერთო, როგორი ჯიუტი გოგოა,- სახეში ოდნავ ირტყამს ხელს,- სულ რომ არასწორი იყოს, მაინც დაგიმტკიცებს რომ სწორია.

- ჩემი დაა,- ხითხითებს ჯონგუკი,- ხვალ მართლა მივდივართ იქ?

- კი,- მტკიცედ ამბობს ჰოსოკი,- ეს ზაფხულია, ჯონგუკ, უნდა დაისვენო, ზამთარში გადაიტანეთ თქვენი დაშორების ამბები.

- არ დავშორებულვართ.

- ხო და მე სექსი მაქვს ბიონსესთან,- ცოფდება ჰოსოკი,- ორი კვირა შემოგწირეთ, აღიარე მაინც.

By My SideWhere stories live. Discover now