ოდესმე გქონიათ შეგრძნება, როდესაც ვერ არჩევთ სიზმარში ხართ თუ უბრალოდ დამაყუჩებელის სპილოს დოზა გაგიკეთეს? ზუსტად ასე გრძნობს თავს ახლა ჯიმინი. სიკვდილს გამორიცხავს. აშკარად ცოცხალია, უბრალოდ ჰგონია, რომ წყალის ზედაპირზე ტივტივებს. თვალებს ძლივს ახელს, ხედავს საგნებს, მაგრამ ერთმანეთთან ვერ აკავშირებს . მხოლოდ ფრაგმენტებია, ძალიან არ უნდა თვალების დახუჭვა, თუმცა ბოლოს მაინც ძილს ნებდება.
მეორედ პაკი ბევრად საღ გონებაზე იღვიძებს. მზერას თეთრ ჭერს აპყრობს, შემდეგ წინ იხედება, ლოგინი, რომელზეც უსულოდ წევს, დიდი ფანჯარა, ნათელი ფარდები... საავადმყოფოს პალატაშია. მიდის იმ დასკვნამდე, რომ ვიღაცამ ცოცხალ-მკვდარი იპოვა და სასწრაფოში დარეკა. განძრევას ცდილობს, მაგრამ სხეულს საერთოდ ვერ გრძნობს. ეს მასში პაკინას იწვევს, თვაში საშინელი აზრები მოსდის. დაინვალიდდა? თუმცა ეს დაძაბულობა წყდება, როდესაც პალატაში თეთრ ხალათიანი ახალგაზრდა ქალი შემოდის და ჯიმინს მეგობრულად უღიმის.
-კარგია რომ გონს მოხვედით.
-ვერ...ვერ ვინძრევი..
ჯიმინი ცდილობს რაც შეუძლია ხმამაღლა თქვას. ექიმი მას უახლოვდება, ხელში რაღაც ფაილი უჭირავს და არ წყვეტს ღიმილს.
-ნუ გეშინიათ, ეს ძლიერი გამაყუჩებლის გამოა. თვრამეტი საათი უგონოდ იყავით. სხეულის ამგვარი რეაქცია ნორმალურია.
ჯიმინმა სწორედ ახლა შენიშნა მისი საწოლის გვერდით სკამი იდგა, სადაც ქალი მშვიდად ჩამოჯდა.
-თქვენ ყველაფრის ერთდროულად გააქტიურებას ცდილობთ, ამიტომაც არ გემორჩილებათ სხეული. ჩემს სიტყვებს მიყევით.
-კარგით.
ჯიმინმა გონების მოდუნება სცადა და ქალის ხმაზე კონცენტრირდა.
-მინდა კისერი მარჯვნივ შეაბრუნოთ, ძალიან ნელა.
პაკმაც დაუჯერა. თავდაპირველად იგრძნო ტკივილი, თუმცა ექიმის თხოვნა შეასრულა.

YOU ARE READING
Bleeding hearts still pound (jikook)
Fanfiction?????????, ???????? ????????? ????? ??????? ?????????.