როგორც კი მზეს ღრუბლები დაჩრდილავს, გრილი ნიავისგან მაშინვე შეგამცივნებს, რადგან ჯერ გაზაფხული მხოლოდ ახლა დაიწყო. დედამიწამ ვერ მოასწრო გამოშრობა, ვერ აორთქლდა სისველე და ნესტი, რომელიც ცივმა ზამთარმა დატოვა.
არსებობს მომენტები, როდესაც იაზრებ, რომ ამაზე ბედნიერი ვერასოდეს იქნები. გგონია, რომ სამყარო გაქრა, პრობლემებიც თან წაიყოლა და დარჩა მხოლოდ ეს მშვენიერი ქოხი, გვირილებით სავსე ეზოთი და ჯონგუკი, რომელიც ფრთხილად გეფერება თმაზე. მისი მკერდი, რომელზეც შუბლი გაქვს მიყრდნობილი, ძალიან თბილია. სუსხი მაისურის ქვეშ გიძვრება, ბალახიც ინამება, ღამდება, მაგრამ სიჩუმის დარღვევა არ შეგიძლია, რადგან ძალიან გეშინია, რომ ყველაფერი დამთავრდება და რეალობაში დაბრუნდები. ის სასტიკი იქნება, მომთხოვნი, მტკივნეული. ოდნავადაც არ ჰგავს ამ ზღაპარს, რომელშიც ორი დღეა დაიკარგე. ოცნებობ, რომ დასაბრუნებელი გზა განადგურდეს და დარწმუნებული ხარ არასოდეს ინანებ აქ დარჩენას. ძალიან დიდი ხანია ეს არ გიგრძვნია. დაკარგვის შიში. იმდენი დრო გავიდა, რომ დაგავიწყდა კიდეც ამ გრძნობის სახელი. ის თან ახლავს ამ ბედნიერებას, არასდროს გასვენებს, მაგრამ თანახმა ხარ აიტანო, მთავარია სიყვარული არ გაქრეს.
ჯონგუკმა ცხვირი რბილ თმაში ჩარგო და მშვიდი, თანაბარი ხმით იკითხა
-არ მოგშივდა? უკვე ღამდება.
ჯიმინმა იცის, რომ წასვლის დროა. მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ შია კიდევაც და ცოტა გაიყინა. ის წამოდგა და წელი გაასწორა, რომელიც ამდენ ხანს ჯდომისგან დაეჭიმა. ჯონგუკიც მას ბაძავს. ორივენი სახლისკენ მიდიან. შიგნით უჩვეულო სითბოა. პაკს სმენია, რომ ხის კედლები ბევრად უკეთ ინარჩუნებენ მზისგან მიღებულ სითბოს. პატრონისთვის ერთგულად ინახავენ.
-და რა გვაქვს საჭმელად?
ინტერესით იკითხა პაკმა. თან აბაზანის კუთხისკენ დაიძრა და წყალი მოუშვა.

YOU ARE READING
Bleeding hearts still pound (jikook)
Fanfiction?????????, ???????? ????????? ????? ??????? ?????????.