抖阴社区

4

995 119 10
                                    


მოსაღამოვებულზე ჯონგუკი და იუნგი ჯინს შეხვდნენ, ხელში სასმლის ბოთლებითა და სასუნავებით მომარაგებულებმა, ნამჯუნის სახლისკენ აიღეს გეზი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მოსაღამოვებულზე ჯონგუკი და იუნგი ჯინს შეხვდნენ, ხელში სასმლის ბოთლებითა და სასუნავებით მომარაგებულებმა, ნამჯუნის სახლისკენ აიღეს გეზი.

ჯინი და იუნგი ოთახის მეზობლები იყვნენ, არც თუ ისე დიდი ხანია. იუნგისთვის ჯინთან ერთად ცხოვრება საკმაოდ სახლისო და საინტერესო გამოდგა. უფროსი ყოველთვის დედასავით ექცეოდა იუნგის, დილით ადრე აღვიძებდა. მიუხედავად იუნგის ღრმა და დაუფრთხობელი ძილისა, ჯინი მაინც არ დანებდებოდა იქამდე, სანამ საწოლიდან არ ააგდებდა ბიჭს. ჰო, აბა მეტი საქმე არ ჰქონდა კიმ სოკჯინს, რომ დილით ადრე მარტო წასულიყო უნივერსიტეტში. სახლში ჯინი დიასახლისივით იქცეოდა, საჭმელს აკეთებდა და ყველაფერი წესრიგში ჰქონდა მოყვანილი. ერთხელ, როცა ახლად დაწკრიალებულ სახლში მარტო დატოვა იუნგი და ჯონგუკი, ხოლო დაბრუნებულს ყველაფერი ყირაზე დახვდა, ორივე მავნებელი ჩუსტების სროლით გააგდო სახლიდან.

„ანიმეს პერსონაჟი რომ ვიყო, ლივაი ვიქნებოდი. მხეცია." თქვა იუნგიმ თან ტელეფონს სქროლავდა.

„ხო, შენც უჟმური ხარ." ჩაილაპარაკა ჯონგუკმა. „მე მიდორია ვიქნებოდი, მერე ჯიმინს ბოროტ მოქმედი თავს დაესხმებოდა, მე არსაიდან გამოვჩნდებოდი, ბოროტ მოქმედს დედას მოვუტყნავდი და ჯიმინს გადავრჩენდი." კმაყოფილად ჩაიღიმა ჯონგუკმა და თავი ამაყად ასწია.

„მორჩით ფანტაზიორობას! აე, ლივაი, ჰოსოკმა როდემდე უნდა გდიოს? უკვე მეც კი დავიღალე."

„ჰიონ, არ ვიცი. მე კი არ ვთხოვ მსდიეთქო." იუნგის ჰოსოკზე ლაპარაკი, თავის მეგობრებთან, არ უნდოდა. ისინი უამრავ შეკითხვას აყრიდნენ, იმდენს რომ ყველას გადახარშვას ვერც კი ასწრებდა.

???????? ????Where stories live. Discover now