抖阴社区

19

1K 122 34
                                    

ზამთრის მოღრუბლული და ცივი ამინდი იყო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ზამთრის მოღრუბლული და ცივი ამინდი იყო. ბიჭს სახე ქურთუკის საყელოში ჩაემალა და ნელი ნაბიჯებით მიიწევდა იუნგისა და ჯინის სახლისკენ. იუნგი ჰიონის მოპატიჟებას სიხარულით დასთანხმდა. ჰიონები დიდი ხანია არ ენახა, თან იფიქრა ჯონგუკიც იქ დახვდებოდა, ამიტომ ერთი სული ჰქონდა იქ მისულიყო.

მისდა გასაკვირად, მისაღებ ოთახში მხოლოდ იუნგი და ჰოსოკი დახვდნენ. გარშემო მიმოიხედა, თუმცა არც ჯინი ჩანდა და არც ჯონგუკი.

"აქ თქვენი ზასაობის საყურებლად დამიძახეთ?" უხასიათოდ თქვა თეჰიონმა და სავარძელში ჩაეშვა.

"არა. წესით ჯინი და ჯონგუკი აქ უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ჩვენი გუკი გაციებულა, ამიტომ ჯინი მასთან დარჩა." თქვა იუნგიმ, რომელიც ჰოსოკის კალთაში კომფროტულად იყო მოკალათებული.

"რა? გაცივდა როდის?" შეიცხადა უმცროსმა.

"ზუსტად არ ვიცით, მაგრამ რამოდენიმე დღეა ასეა, თუმცა არავისთვის უთქვამს და მარტო უვლიდა თავს." თქვა ჰოსოკმა. " ჯინმა გაიგო თუ არა, მაშინვე სახლიდან გავარდა, თურმე სიცხისგან იწვოდა საწყალი."

თეჰიონმა იფიქრა, რომ უმცროსი მაშინ გაცივდებოდა, როცა თოვლში გარეთ იყვნენ. თავი დამნაშავედ იგრძნო, სიცივეში ამდენი ხნით ყოფნის უფლება არ უნდა მიეცა.

ჯონგუკს მაღალი სიცხე და თავის ტკივილი ტანჯავდა. თავისი რბილი ბალიშიც კი ქვასავით მაგარი ეჩვენებოდა. ეგონა სიცხისგან გონებას დაკარგავდა ან კრუნჩხვებში ჩავარდებოდა, ძალიან შეეშინდა, ამიტომ თავის მზრუნველ ჰიონს დაურეკა, რომელიც გვერდიდან არ შორდებოდა უმცროსს. მაშნვე დაალევინა სიცხსი დამწევები, გაციების საწინააღდეგო ჩაი. თავზე სველ ტილოებს ადებდა და თბილად ფუთავდა ბიჭს. სიცხე დაუგდო უმცროსს, თუმცა ბიჭს საშნელი ტკივილები მაინც აწუხებდა.

???????? ????Where stories live. Discover now