Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
თეჰიონი ჯონგუკის აუდიტორიის კართან ჩამომჯდარიყო და ლექციის დასრულებას ელოდა, რომ უმცროსი ენახა. ლოდინი ყველაზე მეტად ეზიზღებოდა, ამ დროს დრო ისეთი ნელი იყო, თითქოს წუთი საათად იქცეოდაო. ერთ ადგილს მისშტერებოდა, იმაზე ფიქრში, რომ მალე ჯონგუკი გამოვიდოდა აუდიტორიიდან და ღიმილით შეეგებებოდა მას. ბიჭმა ვერც კი შეამჩნია თუ როდის ჩაიცუცქა ჯიმინი მის წინ და როგორ უყურებდა ქვევიდან.
"თე, აქ რას შვრები?" ხელები მეხლზე დაადო და თავი გვერდზე გადააგდო.
"ჯონგუკს ველოდები." მოკლედ უპასუხა და თმები აუჩეჩა უფროსს.
"რატომ?" თეჰიონი უკვე იმდენად მიეჩვია ჯონგუკის გვერდით ყოფნას, რომ განსაკუთრებული მიზეზი აღარ სჭირდებოდა მის სანახავად.
"ჰმმ, რატომ ველოდები? უბრალოდ ველოდები, განსაკუთრებული არაფერი. შენ რატომ ინტრესდები, ჰიონ." ჩაიცინა ბიჭმა.
"მე შენი ცხოვრებით სულ ვიყავი დაინტერესებული, თე. თანაც შენ და ჯონგუკი ბოლო დროს საკმაოდ დაახლოვდით, არა?" ნიშნის მოგებით ჰკითხა ჯიმინმა, რომელსაც უკვე დიდი ხანია თვალში ხვდება, თავისი საუკეთესო მეგობარი შავგვრემანთან ერთად.
"არა, არ მგონია ჯონგუკს ჩემს მიმართ გრძნობები ჰქონდეს. შეყვარებული ჯონგუკი სულ სხვანაირია, ხომ ხვდები ადრე შენ მოსწონდი და მახსოვს როგორც იქცეოდა." ბიჭს უცნაური გრძნობა დაეუფლა. ნუთუ ამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის, რა თვალით შეხედავდა უმცროსი მას.