Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
მზის სინათლე ბიჭის ლამაზ სახეს ამშვნებდნენ. ჰაერში თეთრი ბუსუსები დაფრინავდნენ. თეჰიონმა თვალები ფრთხილად გაახილა, თითქოსდა თავზე მძიმე ლოდი ედო. როდესაც ბიჭმა მიმოიხედა და უცხო გარემო დაინახა, თავი სწრაფად წამოწია, რაზეც საშინელი ტკივილი მიიღო პასუხად. ოდნავ წამოიკვნესა და ისევ ბალიშზე დავარდა მოწყვეტით.
ჭერს შეჰყურებდა და ფიქრობდა თუ რას აკეთებდა აქ. ან საეთოდ სად იყო ან როგორ მოვიდა. ხელებით თვალები მოიფშვნიტა, საშინელი თავის ტკივილი და გულძმარვა ჰქონდა. ახსოვდა, რომ გუშინ კარგად გამოთვრა, მაგრამ ვერ იხსენდებდა იმ მომენტს როცა აზროვნება შეწყვიტა. ცდილობდა გაეხსენა, მაგრამ ეს უფრო ატივებდა თავს.
უეცრად ვიღაცის, სასიამოვნო, ღიღინი შემოესმა. მიმოიხედა თუმცა ხმის პატრონი ვერ დაინახა. ხმა ეცნობოდა, თუმცა ვერ ხვდებოდა ვის ეკუთვნოდა ის.
თეჰიონს სასიამოვნო სურნელი ეცა, მისი საყვარელი რამიონის, რაც ახლა ძალიან სჭირდებოდა. ბიჭი წამოდგა, ღიღნის ხმასა და სასიამოვნო სურნელის მიმართლებით წავიდა, ანუ სამზარეულოში. და აი ისიც, ჯონ ჯონგუკი. თეჰიონს მისი დანახვა ძალიან გაუკვირდა.
"დილამშვიდობის." იმაზე უფრო ბოხი ხმით წარმოთქვა ვიდრე ჰქონდა. ჯონგუკი ხმის გაგონებაზე შემობრუნდა და ბიჭი შეათვალიერა.
"ზომბს გავხარ, სირო. ჩამოჯექი თორე მგონია რომ წაიქცევი." თეჰიონმა მაგიდასთან მყოფი სკამი გამოსწია და დაჯდა. თავი ცივ მაგიდას დაადო, რაც ძალიან ესიამოვნა.