抖阴社区

10

1K 117 11
                                    


უკვე ერთი საათი იქნებოდა რაც ნამჯუნი ჯიმინის კართან იდგა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

უკვე ერთი საათი იქნებოდა რაც ნამჯუნი ჯიმინის კართან იდგა. მასზე დარდში მთელი ღამე ვერ მოისვენა, ვერ მოითმინდა და დილა ადრიან მოადგა ჯიმინს, თუმცა კარზე დაკაკუნებას ვერ ბედავდა. ფიქრებისგან გადაღლილ ჯიმინს კი ღრმად ეძინა. საბოლოოდ ნამჯუნმა ძალა მოიკრიბა და კარზე დააკაკუნა. ჯიმინმა საწოლიდან თავი ზანტად წამოსწია და კარისკენ ნელა გაეშურა, როდესაც მის წიმ მდგომი უფროსი დაინახა გვერდზე გაიწია, რის შემდეგაც ნაზი ხმით უთხრა "შემოდი". ბიჭები სამზარეულოში დასხდნენ, თან ჩაის მიირთმევდნენ.

ნამჯუნს არ უდოდა, რომ მისი გრძნობების შესახებ, მის მეგობრებს ასე გაეგოთ. უნდოდა ჯიმინისთვის ხელი ჩაეჭიდა, მათ წინაშე დამდგარიყო და ბედნიერად ეთქვა, რომ თავისი მეორე ნახევარი იპოვნა, თუმცა ალბათ არასწორი დრო აირჩია ნაბიჯების გადასადამად. გუშინ კი ენა ძლივს მოუბრუნდა რომ მათთვის სიმართლე ეთქვა.

"გუშინ არ ველოდი, თუ ასე მოულოდნელად მკითხავდა ჯონგუკი. ბოდიში, მეგონა არავინ იყო იქ... უფრო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი და ახლა ეს არ მოხდებოდა." დამწუხრებით თქვა უფროსმა.

"არა, ჯუნ, ნუ მიბოდიშებ. დამნაშავე არ ხარ იმის გამო, რომ გიყვარვარ." გაეღიმა ვარდისფერ თმიანს. "რა არის ჩემში მიმზიდველი? რატომ მოვწონვარ თეჰიონსა და ჯონგუკს? თავს დამნაშავედ ვგრძნობ."

"არ არის გასაკვირი ვინმეს რომ მოსწონხარ. ახლა შენს ქებას არ დავიწყებ, მაგრამ თეჰიონსა და ჯონგუკზე ნუ იდარდებ, კარგი? ისინი გაგიგებენ, პატივს სცემენ შენს გადაწყვეტილებას... ბოლოსდაბოლოს ერთმანეთს გაუგეს მგონი, ჰაჰ დიდი ხანია მათ ჩხუბს აღარ შევსწრებივარ." გაიცინა ბიჭმა. ჯიმინმაც ჩაიცინა და თავი მხარზე დაადო ნამჯუნს.

???????? ????Where stories live. Discover now